ყაჩაღობა სოფელ ჭოგნარში - სამი შეიარაღებული პირი დოღონიძეების ოჯახს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 2017-04-02 11:39:00

ყაჩაღობა მოხდა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, სამი შეიარაღებული პირი დოღონიძეების ოჯახს თავს დაესხა. მძარცველებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, მისი 18 წლის შვილი კი ხელკეტით ცემეს.

დამნაშავეებმა ყაჩაღობის შედეგად სავარაუდოდ 1 ბეჭედი  წაიღეს. მათ მანქანის ხმა გაიგონეს და გაიქცნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება თუმცა შსს ჯერჯერობით დეტალებს არ ახმაურებს.