"ცენტრ პოინტის" საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

საქართველო, თბილისი - 2017-03-31 20:19:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. სასამართლოს ცნობით, "ცენტრ პოინტის" საქმეზე დაყადაღებულ ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა.

"თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას."