გურჯაანში, 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2017-03-31 14:18:00

უბედური შემთხვევა გურჯაანში - 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

ბავშვი, რეანომობილით - თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს