სოფელ მელექედურში მეორეკლასელი ბავშვი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვნა

საქართველო, თბილისი - 2015-12-26 14:55:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მეორეკლასელი ბავშვი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვნა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის დროს ბავშვის დედა ოზურგეთში იმყოფებოდა, ბავშვი კი ბებიასთან იყო დატოვებული.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათ კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც თბილისში ნათესავთან ცხოვრობენ.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.