ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2015-12-26 10:54:00

თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია გარდაიცვალა.

21 წლის გოგა კვარაცხელია გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

გამოძიება ამ დროისთვის მომხდარის კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს.