ყაზბეგში 7593 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-22 16:00:00

საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“-ს კონტროლის ზონაში 7593,01 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 156,58 გრ. აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ს.მ-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7593,01 ლარის ოდენობით.