პატიმრებს საკუთარი ნაკეთობების ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაყიდვის უფლება მიეცემათ

საქართველო, თბილისი - 2015-12-22 11:27:00

ბრალდებულს/მსჯავრდებულს საშუალება ექნება პენიტენციალური დაწესებულების კონტროლით სხვადასხვა ნივთები დაამზადოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს.

შესაბამისი ცვლილებები - „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ცვლილებების ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

მთავრობის განმარტებით, პენიტენციალურ დაწესებულებებში, დღემდე არაერთი მსჯავრდებული დაკავებულია ინდივიდვალური საქმიანობით, კერძოდ, ისინი ამზადებენ სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს, როგორიცაა: ჯვრები, მინანქრისა და თექის ნაწარმი.

სამინისტრო განმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ნამუშევრების რეალიზაციისას.

„მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სავარაუდოდ, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით ნამუშევრების გაყიდვა მოხდება და რეალიზაციით მიღებული თანხა პირდაპირ ბრლადებულ/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პროექტით, მსჯავრდებულისთვის აღნიშნული უფლების შეღუდვა დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ განისაზღვრება. ამ უფლების შეზღუდვა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს არ