ბორჩაშვილის პროცესი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 2015-12-22 08:31:00

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს. სავარაუდოდ, საქმეში არსებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ჩვენებაც გაგრძელდება. აიუფ ბორჩაშვილს და კიდევ სამს პირს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირების გადაბირებას, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.