21 დეკემბრიდან ვარდების რევოლუციის მოედანზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა იკრძალება

საქართველო, თბილისი - 2015-12-21 10:00:00

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.