“კაბელების საქმეზე” დაკავებულთა პროცესი გრძელდება

საქართველო, თბილისი - 2015-12-18 08:41:00

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. “კაბელების საქმის“ პროცესი განახლდება. დაგეგმილია რამდენიმე მოწმის დაკითხვა. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს გამოძიება 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება. მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს დაცვის მხარე.