კრწანისის გამგებლის მოადგილე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-18 08:39:00

კრწანისის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოები მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. უცნობია დაცვის მხარის პოზიცია. საკითხზე კომენტარები მერიასა და ქალაქის საკრებულოში, სავარაუდოდ დღეს გაკეთდება.