ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის ქართველ კანდიდატებზე ვაკანსია ცხადდება

საქართველო, თბილისი - 2015-12-18 08:35:00

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებზე ვაკანსია ცხადდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები მომავალი წლის 5 თებერვლამდე უნდა წარადგინონ. ამის შემდეეგ სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, 3 კანდიდატურას შეარჩევს. საბოლოოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აირჩევს. მოსამართლე 9 წლის ვადით აირჩევა. ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას უფლებამოსილება მომავალი წლის შემოდგომაზე ეწურება.