საბურთალოზე მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-15 18:14:00

თბილისში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში, მოხდა. მოკლულისა და თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.