პროკურორი: ელისაშვილის ტელეფონში ის მესიჯები არ აღმოჩნდა, რომელზეც საუბრობდა

საქართველო, თბილისი - 2015-12-15 17:13:00

ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა კოკა კაციტაძემ განუცხადა.
პროკურორი აცხადებს, რომ ელისაშვილის სურვილის შესაბამისად, მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა მასში. 

="ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების სმს-ები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ და დასძინა, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 30-მდე მოწმეა დაკითხული.