საბურთალოს სასაფლაოსთან სროლის შედეგად არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 2015-12-15 13:45:00

საბურთალოს სასაფლაოსთან მომხდარი სროლის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქმე ეხება იარაღის უკანონო მოხმარებას (236-ე მუხლი) და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას (118-ე მუხლი).

დღის პირველი საათისთვის, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოასწრეს. 

შემთხვევის ადგილზე 8 ვაზნაა ნაპოვნი, არსებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა ცეცხლი მაყუჩიანი იარაღიდნ გახსნეს. 

სროლის შედეგად არავინ დაღუპულა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. როგორც ექიმები აცხადებენ, დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.