პატრულის თანამშრომელს თავდამსხმელმა თავის არეში ჭრილობა მიაყენა

საქართველო, თბილისი - 2015-12-14 18:57:00

პატრულის თანამშრომელს თავდამსხმელმა თავის არეში ქვით მიაყენა ჭრილობა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა მეტროსადგურ  „სადგურის მოედნის“  მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თავდამსხმელის ვინაობა დაუდგენელია, მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.