ბერი გაბრიელის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირია დაკავებული

საქართველო, თბილისი - 2015-12-14 10:31:00

თბილისში, ბერი გაბრიელის გამზირზე, სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი. ამ დროისთვის შსს-ში სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი, ასევე სასწრაფო- სამედიცინო სამსახური.