აჭარაში 4 გაყინული ადამიანის ცხედარი იპოვნეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-12 11:32:00

აჭარაში 4 გაყინული ადამიანის ცხედარი იპოვნეს. დაღუპულების იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 გაყინული ადამიანი მონადირეებმა გუშინ თურქეთ-საქართველოს საზღვართან იპოვეს. 

ადგილობრივების განცხადებით, დაღუპულები, სავარაუდოდ, ბაგლადეშის მოქალაქეები არიან და საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობდნენ.

მათივე მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები ადრეც მომხდარა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.