ზვიად ქორიძეს პროკურატურაში ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 2015-12-11 08:53:00

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში დღეს 5 საათზე გაგრძელდება.  ადვოკატის განცხადებით, ქორიძე მზად არის პროკურატურას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოძიება   სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს. პროკურატურა საქმით  შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაინტერესდა. ელისაშვილი განმარტავს, რომ მაშინ, როდესაც კომისიას ხელმძღვანელობდა, მასზე მაღლჩინოსნების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.