მტკვრიდან ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-10 14:15:00

მაშველებმა ბორჯომში, მტკვრიდან 30 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ადგილზე დილიდან მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.