თელავში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2015-12-10 12:23:00

მკვლელობა მოხდა გასულ ღამეს თელავში. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ბექა ჯველაური ურთიერთშეალაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. ახალგაზრდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდია არეში აღენიშნებოდა.

შსს-ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად.