„კაბელების საქმის“ პროცესი დღეს განახლდება

საქართველო, თბილისი - 2015-12-08 08:18:00

ე.წ. “კაბელების საქმეზე“ დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა ბრალდების მტკიცებულებების წარდგენით განახლდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 1 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანია ბრალდებული, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ბრალად სილქნეტის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა ედებათ.