ჩრდილოეთ კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 2015-04-27 09:08:00

თურქეთის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კონსერვატორთა ლიდერს, დევრიშ ეროღლუს კონკურენტობას მუსტაფა აკინჯი უწევს, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო პირობაც ბერძენ კვიპროსელებთან მოლაპარაკების დაწყება იყო. პირველ ტურში ეროღლუმ მცირედი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ტურის შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.