დონეცკი კასეტური ჭურვებით იბომბება

საქართველო, თბილისი - 2015-02-05 12:31:00

დონეცკი კასეტური ბომბებით კიდევ ერთხელ დაიბომბა. ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისია იტყობინება. დასავლელმა მონიტორებმა რამდენიმე ჭურვი ქალაქ კომსომოლსკში აღმოაჩინეს. ანალოგიური დასკვნა ლუგანსკის დაბომბვის შესახებ ეუთომ 2 დღის წინაც გამოაქვეყნა. ოფიციალური კიევი კასეტური ჭურვების გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.