ისლამისტები ბელგიას ტერაქტებით ემუქრებიან
საქართველო, თბილისი - 2015-02-05 12:09:00
![]()
"ისლამური სახელმწიფო" ბელგიას ტერორისტული აქტებით ემუქრება. მუქარის წერილი გაზეთ Het Laatste Nieuws-ს რედაქციამ მიიღო. წერილი ფრანგულ ენაზეა დაწერილი. მასში ნათქვამია, რომ ბრიუსელი და ბელგიის დიდი ქალაქები მალე "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნე გახდება. "ის, რაც საფრანგეთში მოხდა, ბელგიაში განმეორდება. ევროპის დაპყრობას ჩვენ ბელგიით დავიწყებთ,"-იმუქრებიან ჯიჰადისტები.