ტაივანში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
საქართველო, თბილისი - 2015-02-04 16:01:00
![]()
ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ დროისათვის მაშველებმა 19 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს. TransAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავი დღეს დილით ტაიბეის სიახლოვეს, მდინარეში ჩამოვარდა. თვითმფრინავში სავარაუდოდ 58 ადამიანი იმყოფებოდა. 30 მათგანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.