ბელგოროდის მხარეში ავტოავარიას 11 უკრაინელი ემსხვერპლა
საქართველო, თბილისი - 2015-02-04 13:44:00
რუსეთის ბელგოროდის მხარეში ,,მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი ,,კამაზის" ტიპის სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, 5 მგზავრი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი რუსეთიდან ლუგანსკის ოლქში მიემართებოდა.
დაღუპულები და დაშავებულები უკრაინის მოქალაქეები არიან.