ისლამისტები იორდანიელი მძევალს სასტიკად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 2015-02-04 09:36:00

იორდანიელი სამხედრო მფრინავი ჯიჰადისტებმა სიკვდილით დასაჯეს. "ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოაზა ალ-კასაბეჰა ცოცხლად დაწვეს, რის შემდეგაც შემზარავი ფოტოები ინტერნეტით გაავრცელეს. იორდანიული თვითმფრინავი ისლამისტებმა გასული წლის დეკემბერში სირიაში ჩამოაგდეს. ალ-კასაბეჰამ კატაპულტირება შეძლო, თუმცა ისლამისტების ტყვეობაში მოხვდა.