ნიუ იორკში სარკინოიგზო კატასტროფამ 6 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-02-04 09:34:00

ნიუ-იორკში სამგზავრო მატარებელი ჯიპის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ტრაგიკულ ინციდენტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 12-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ჯიპის მძღოლმა ქალბატონმა შლანბაუმზე მანქანის დროულად გადაყვანა ვეღარ შეძლო. ინციდენტისას მანქანაში 6 მგზავრი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრეებმა დროულად ვერ შეძლეს. შედეგად, რამდენიმე ვაგონი დაიწვა.