რუბლი შედარებით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 2015-02-03 17:01:00

ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ რუსული რუბლის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 67 რუბლი შეადგინა, რაც გუშინდელ მაჩვენებელზე თითქმის 2 რუბლით ნაკლებია, ევროს კურსი კი 1,9 რუბლით დაეცა და 71,84 რუბლით განისაზღვრა. ბირჟის ანალიტიკოსთა განმარტებით, რუსული ეროვნული ვალუტის გამყარება ნავთობის გაძვირებითაა განპირობებული. მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ღირებულება 54 დოლარამდე გაიზარდა.