პუშილინი: უკრაინის შემადგენლობაში არ დავბრუნდებით

საქართველო, თბილისი - 2015-02-03 17:00:00

დონბასი უკრაინის შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დენის პუშილინმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ გვიწყობენ მასობრივ გენოციდს. ამის დავიწყება და უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება ავტონომიის სტატუსით დღესდღეობით არარეალურია,"-აღნიშნა პუშილინმა.