ერაყელმა მამაკაცმა შვილის მკვლელობისთვის შური იძია

საქართველო, თბილისი - 2015-02-03 10:10:00

სასტიკი შურისძიება ერაყში. 60 წლის ბასილ რამადანმა შური შვილის მკვლელობისთვის იძია. ისლამისტებს მან ცეცხლი ავტომატური იარაღით გაუხსნა, რის შედეგადაც "ისლამური სახელმწიფოს" 6 მებრძოლი დაიღუპა. საპასუხო სროლის შედეგად რამადანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვაჟი ახმედი ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა იანვარში დახვრიტეს.