ეგვიპტეში 183 მსჯავრდებულს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

საქართველო, თბილისი - 2015-02-03 09:19:00

ეგვიპტის სასამართლომ ექსპრეზიდენტ მურსის 183 მომხრეს სასიკვდილო განჩენი გამოუტანა.

მოძრაობა "ძმებ მუსლიმანების" წევრებს ბრალად პოლიციელების მკვლელობა ედებათ.

მათ წინააღმდეგ საქმე 2 წლის წინ აღიძრა. საქმე ეხება სოფელ კირდასში 2013 წლის აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა.