დონეცკში მობილიზაცია გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 2015-02-02 14:21:00

დონეცკელი სეპარატისტები საყოველთაო მობილიზაციას აცხადებენ. მათი ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, მობილიზაცია 10 დღეში დაიწყება და სავარაუდოდ 100 ათასამდე ადამიანს შეეხება. საყოველთაო მობილიზაცია დონბასში განვითარებული მოვლენების გამო კიევმა 2 კვირის წინ გამოაცხადა, თუმცა სამხედრო სამსახურს თავს გაწვეულთა 80 პროცენტი არიდებს.