ნიუ მექსიკოში ბავშვმა მშობლები შემთხვევით დაჭრა

საქართველო, თბილისი - 2015-02-02 10:15:00

სამი წლის ბავშვმა ნიუ-მექსიკოში მშობლები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. წინასწარი ვერსიით, ბავშვი დედის ჩანთაში აიპადს ეძებდა და პისტოლეტი იპოვა. მან ერთი გასროლით ჯერ მამა დაჭრა, მამის სხეულიდან გამოსული ტყვიით კი დედაც მსუბუქად დაიჭრა. ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.