მოსკოვში პუშკინსაც აღარ ინდობენ

საქართველო, თბილისი - 2015-02-02 10:12:00

მოსკოვში პუშკინის ბიუსტი მოიპარეს. რუსი პოეტის სკულპტურა დედაქალაქის ერთ-ერთი სკვერიდან გაუჩინარდა. წინასწარი ვერსიით, ლითონის ბიუსტი ჯართის ქურდებმა მოიპარეს. 1976 წელს დადგმული სკულპტურა სკვერიდან უკვე მეორედ დაიკარგა. პირველად ის ჯართის ჩამბარებელ პუნქტში 2 წლის წინ აღმოაჩინეს.