ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალ ცენტრებს ხსნის

საქართველო, თბილისი - 2015-01-31 13:01:00

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამეთაურო-სასწავლო ცენტრებს ქმნის. ამ საკითხს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საუბარია 6 ახალ ცენტრზე, რომლებიც პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის 3 რესპუბლიკაში გაიხნება.

ახალ ცენტრებში 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება.