რუსეთმა გასულ წელს 200 მილიარდი დოლარი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 2015-01-30 10:01:00

2014 წელს რუსეთმა 200 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუიანოვმა განაცხადა. მისივე განცხადებით, 40-50 მილიარდი დოლარის ზარალი ქვეყანას დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მიაყენა. მოგების შემცირების მთავარ მიზეზად კი სილუიანოვი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებას ასახელებს.