იტალიაში მაფიის 163 წევრი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-01-28 18:30:00

იტალიის პოლიციამ ერთ-ერთი უძლიერესი მაფიოზური დაჯგუფების ,,ნდრანგეტას" წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 163 ადამიანი დააკავა.
სპეცოპერაცია სამართალდამცავებმა ქვეყნის 6 ოლქში: ემილია-რომანიაში, ლომბარდიაში, პიემონტეში, ბენეტოში, კალაბრიასა და სიცილიაში ერთდროულად განახორციელეს.
,,ნდრანგეტა" ძირითადად კოკაინის გასაღებით არის დაკავებული, თუმცა იტალიელი სამართალდამცავები დაჯგუფებას რეკეტში, ფულის გათეთრებასა და ფინანსურ მაქინაციებშიც ადანაშაულებს.