პუტინი იარაღის ექსპორტის გაზრდის პირობას იძლევა

საქართველო, თბილისი - 2015-01-28 09:37:00

რუსეთი პერსპექტიულ ბაზრებზე იარაღის იმპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა. პერსპექტიულ ბაზრებად კრემლის ლიდერმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და კარიბის აუზის ქვეყნები დაასახელა. მისივე თქმით, რუსეთმა გასულ წელს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა და დამატებით 14 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები დადო.