რუსული გაზი თურქეთამდე 2016 წლის ბოლოს მიაღწევს

საქართველო, თბილისი - 2015-01-28 09:34:00

ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი თურქეთამდე მომავალი წლის დეკემბერში მიაღწევს. ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ანკარაში ვიზიტისას განაცხადა. ალექსეი მილერი ანკარაში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ახალი გაზსადენის მშენებლობის დეტალები განიხილეს, რომლითაც წელიწადში 63 კუბამეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდება.