ლიტვინენკოს მკვლელობის ახალი დეტალები
საქართველო, თბილისი - 2015-01-27 17:51:00
![]()
ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში მესამე მცდელობით მოწამლეს. გამოძიების შედეგები ცოტა ხნის წინ BBC-იმ გამოაქვეყნა. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, ფსბ-ს ყოფილი თანამშრომლის მოწამვლა მკვლელებმა 3-ჯერ სცადეს. საბოლოოდ შედეგი მესამე მცდელობამ გამოიღო.
წინასწარი ძიებით, ჩაიში რადიოაქტიური ნივთიერება ლიტვინენკოს ფსბ-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა ჩაუსხეს. ეჭვმიტანილები ბრალდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფენ. ბრიტანულმა მხარემ ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება ადრეც არაერთგზის დაადანაშაულა.