Google დააჯარიმეს

საქართველო, თბილისი - 2015-01-27 09:39:00

რუსეთის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Google დააჯარიმა. ამის მიზეზი აბორტების რეკლამა გახდა. უწყების განმარტებით, რუსეთში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის რეკლამა 2013 წლიდან არის აკრძალული. კანონის დარღვევისთვის Google 100 ათას რუბლს გადაიხდის.