დონეცკსა და ლუგანსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 2015-01-26 17:40:00

კიევმა დონეცკსა და ლუგანსკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.

ამ მიზნით უკრაინის მთავრობა რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრებსაც ქმნის.