ანტიტერორისტული რეიდები პაკისტანში

საქართველო, თბილისი - 2015-01-26 14:34:00

პაკისტანში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 9 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა The Hindu იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 3 ათასამდე სასულიერო პირია. ყველაზე მასშტაბური რეიდები ჰაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში ჩატარდა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც პუშტუნია. პუშტუნები პაკისტანში თალიბანის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენენ.