ფრანგი ტურისტის ცხედარს ალჟირიდან სამშობლოში გადაასვენებენ
საქართველო, თბილისი - 2015-01-26 12:47:00
![]()
ისლამისტების მიერ ალჟირში მოკლული საფრანგეთის მოქალაქის ცხედარს სამშობლოში გადაასვენებენ. 55 წლის ერვე გურდელი ჯიჰადისტებმა ტყვედ გასული წლის სექტემბერში აიყვანეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ერაყსა და სირიაში კოალიციის ავიაიერიშების შეწყვეტას მოითხოვდნენ. გურდელის თავმოკვეთილი ცხედარი პოლიციამ ორი კვირის წინ აღმოაჩინა.