პარტია "სირიზას" ხმა ამომრჩეველთა 36-მა პროცენტმა მისაცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მემარცხენეები 150 მანდატს მიიღებენ. პრემიერმა სამარასმა "სირიზას" არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში მას შემდეგ ჩატარდა, რაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ სამგზის მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტის არჩევა ვერ შეძლო.