ილვესი ევროპას მარიუპოლის ინციდენტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 2015-01-26 09:35:00

ესტონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩვენი ერთიანი პოზიცია კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ და აგრესორის შესაჩერებლად კონკრეტული ზომები უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ ევროპისთვის არასასურველ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რაოდენობა და უნდა გავამკაცროთ ეკონომიკური სანქციები,"-ნათქვამია ტოომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებაში.