კიევი სარჩელს ჰააგის სასამართლოში შეიტანს

საქართველო, თბილისი - 2015-01-26 09:34:00

კიევმა შესაძლოა ჰააგის ტრიბუნალს მიმართოს. შესაბამისი დავალება უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მთავრობას მისცა. საერთაშორისო სასამართლოს კიევი 2014-2015 წელს უკრაინის მცხოვრებლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად შეფასებას სთხოვს. გარდა ამისა, კიევი დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მოითხოვს.