რომის პაპი აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 2015-01-25 16:49:00

პაპი ფრანცისკი აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.
ამის შესახებ მან საკვირაო მესის შესრულებისას განაცხადა.
,,გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი დაპირისპირების გამო, რასაც უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება." - უთხრა მან მესაზე წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ კათოლიკეებს და პირობა დადო, რომ განსაცდელში ჩავარდნილი ყველა ადამიანისთვის ილოცებს.
ამასთან, პონთიფიკოსმა პოლიტიკოსებს დიალოგის განახლებისკენ და ურთიერთდაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.